Tuesday, July 19, 2016

მეცხრე დღის რეფლექსია

მეცხრე დღეს დავაჯამეთ მთელი ტრენინგის განმავლობაში შესწავლილი მასალები. დავასრულეთ თითოეული მათგანი, თუმცა მინდა აღვნიშნო რომ ეს არის ტრენინგზე დამუშავებული პროექტი, რომელიც საჭიროებს სრულყოფას.
დავწერეთ პორტფოლიოს პრეზენტაცია.
უღრმესი მადლობა ჩვენს ტრენერს გაწეული დაუღალავი შრომისათვის.

Saturday, July 16, 2016

მერვე დღის რეფლექსია

სამწუხაროდ, არ ვიყავი მეშვიდე დღეს. ტრენინგი დასასრულს უახლოვდება და ყველანი ვცდილობთ ჩვენი მასალები დავხვეწოთ, სრულყოფილად დავამუშაოთ და მოვათავსოთ პროექტის პორტფოლიოში.

Tuesday, July 12, 2016

მეხუთე-მეექვსე დღეების რეფლექსია

ტექნიკური მიზეზების გამო მეხუთე დღის რეფლექსია ვერ დავწერეთ, ამიტომ მიწევს ორივე რის ერთად გაანალიზება.
განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ფორმები, ვნახეთ შეფასების რუბრიკები კონკრეტულად ეროვნულ სასწავლო გეგმასა და ასევე ტრენერის ბლოგის რესურსებში. ტრენერმა აგვიხსნა, თუ როგორ უნდა შევსებულიყო სასწავლო გეგმის ეს ნაწილი.
გავეცანით  Drive-ის სხვადასხვა ფუნქციებს. კერძოდ მასზე მასალის შენახვა, ტესტის მომზადება-გაგზავნა და სხვა უამრავი მნიშვნელოვანი რამ

Saturday, July 9, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ კვლავ პროექტის გეგმებსა და მიხნების ჩამოყალიბებაზე, ვნახეთ ნიმუშები, განვიხილეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, ვიმუშავეთ ბუკლეტის შექმნაზე,  ვნახეთ პლაკატების, ბუკლეტების და სხვა მნიშვნელოვანი ფორმების შაბლონები.

Tuesday, July 5, 2016

მესამე დღის რეფლექსია

04.07. 2016.
ტრენინგის მესამე დღეც ძალიან ეფექტური იყო. გავეცანით სასწავლო პროექტის შაბლონს, დავიწყეთ ჩვენი პროექტების გეგმის დამუშავება, დავხვეწეთ იდეები. ტრენერმა მოგვცა მითითებები პროექტის მიზნის სწორად ჩამოყალიბებისათვის. მომეწონა შაბლონის ფორმა, რაც მომავალში გაგვიადვილებს პროექტის გეგმის სტრუქტურულად ჩამოყალიბებას.
ასევე გავეცანით გუგლის აპლიკაციებს. ეს ჩემთვის სიახლე იყო და ვფიქრობ აქტიურად გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში