04.07. 2016.
ტრენინგის მესამე დღეც ძალიან ეფექტური იყო. გავეცანით სასწავლო პროექტის შაბლონს, დავიწყეთ ჩვენი პროექტების გეგმის დამუშავება, დავხვეწეთ იდეები. ტრენერმა მოგვცა მითითებები პროექტის მიზნის სწორად ჩამოყალიბებისათვის. მომეწონა შაბლონის ფორმა, რაც მომავალში გაგვიადვილებს პროექტის გეგმის სტრუქტურულად ჩამოყალიბებას.
ასევე გავეცანით გუგლის აპლიკაციებს. ეს ჩემთვის სიახლე იყო და ვფიქრობ აქტიურად გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში
No comments:
Post a Comment