Saturday, July 2, 2016

პირველი დღის რეფლექსია

02.07 2016  ინტელის ძირითადი კურსი: - "პროექტებით სწავლება და ისტ-ის ინტეგრირება". ტრენერი დათო ჯანიაშვილი.
პირველი დღეს მივიღეთ ძირითადი ინფორმაცია ტრენინგის შესახებ. გავეცანით საჭირო საიტებს, რომლებიც დაგვჭირდება მომავალი საქმიანობისას. ტრენერმა გაგვაცნო საკუთარი ბლოგი, სადაც შეგვიძლია გავეცნოთ სხვა პედაგოგების ნაშრომებს, ასევე გავეცანით ვიდეო გაკვეთილებს, რაც ვფიქრობ ძალიან სასარგებლოა ჩვენთვის, ვინაიდან დეტალურად შეგვიძლია ვიხილოთ ჩვენთვის საჭირო მასალა. ჩემთვის სიახლე იყო ასევე და ძალიან მომეწონა - წიგნი პროექტებით სწავლება, რასაც აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში. ვფიქრობ პირველმა დღემ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა და მოველი უფრო მეტ და მნიშვნელოვანი ინფორმაციების მიღებას

No comments:

Post a Comment